33.50 ₾
Skin Editor მაკიაჟის ბაზა იდეალური პირველი ნაბიჯია გლუვი კანისა და ხანგრძლივი მაკიაჟის მისაღწევად. მისი სპეციალური, გამჭვირვალე ფორმულა ვიზუალურად მალავს გაფართოებულ ფორებს, უსწორმასწორობებსა და წვრილ ხაზებს. ბაზა გამდიდრებულია ხორბლის, ჟოჟობას, გულყვითელასა (Marigold) და გვირილის ზეთებით, რომლებიც კვებავენ, ატენიანებენ და ათანაბრებენ კანის ტონს.
მცირე რაოდენობის ბაზა თითის ბალიშებით ან ფუნჯით მსუბუქი მოძრაობებით (დაპრესვით) დაიტანეთ სახის პრობლემურ ზონებზე. შეშრობის შემდეგ, ნაზად გადაინაწილეთ ტონალური კრემი.