18.85 ₾
ინტენსიური აღმდგენი სახისა და ტანის კრემი EXTRA SOFT სპეციალურად შექმნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანის სიღრმისეული მოვლისთვის. შვეიცარული ფორმულა უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ დატენიანებას, სტრუქტურის აღდგენასა და საიმედო დაცვას 24 საათის განმავლობაში. მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ, დაჭიმულ კანს და უბრუნებს კომფორტის და სირბილის შეგრძნებას.
ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი და ნატურალური ზეითუნის ზეთი — სიღრმისეულად კვებავს, ვიტამინებით ამარაგებს და ინტენსიურად აღადგენს ეპიდერმისს.
Urea (შარდოვანა) — ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალესა და აქერცვლას.
პანთენოლი და ალანტოინი — მომენტალურად არბილებს, აცხრობს სიწითლეს და ამშვიდებს კანს.
ვიტამინების კომპლექსი (A, E, F) — აძლიერებს ლიპიდურ ბარიერს და ანელებს დაბერების პროცესს.
UVA/UVB ფილტრები — იცავენ კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისა და ფოტოდაბერებისგან.
ყოველდღიურად დაიტანეთ მცირე რაოდენობის კრემი სახისა და სხეულის სუფთა, მშრალ კანზე. მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით გადაინაწილეთ სრულ შეიწოვამდე.