17.50 ₾
Brow & Go გამჭვირვალე გელი საიმედოდ აფიქსირებს წარბის ფორმას მთელი დღის განმავლობაში და მატებს მას ვიზუალურ მოცულობას. შემადგენლობაში არსებული პანთენოლი და ჰიალურონის მჟავა ინტენსიურად ატენიანებს, კვებავს კანსა და ღერებს, რაც უზრუნველყოფს მათ ჯანსაღ იერს. პატარა ზომის ზუსტი ფუნჯი მარტივად აწესრიგებს ურჩ ღერებს, ხოლო სპეციალური მიკრობოჭკოები ავსებენ ცარიელ ადგილებს და ქმნიან სქელი, ბუნებრივი წარბების ეფექტს.
პატარა ფუნჯის მეშვეობით გადაინაწილეთ გელი წარბის მთელ სიგრძეზე, ღერების ზრდის მიმართულებით და მიეცით სასურველი ფორმა. პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ დამოუკიდებლად ან მაკიაჟის ბოლო ეტაპზე — სხვა საშუალებების დასაფიქსირებლად.