19.30 ₾
ეს არის რეტინოლის და ზღვის წყალმცენარეების გამაახალგაზრდავებელი სახის საცხი გამოკვეთილი ლიფტინგის ეფექტით, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის კანისათვის. იგი ეფექტურად ასწორებს ღრმა მიმიკურ ნაოჭებს, ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს ეპიდერმისს. საცხი საგრძნობლად ამტკიცებს კანის სტრუქტურას, უნარჩუნებს მას ელასტიურობას და ანიჭებს სახეს ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს.
აქტიური კომპონენტები: რეტინოლი, ზღვის წყალმცენარეები, ჰიალურონის მჟავა, აბრეშუმის ექსტრაქტი, ზეითუნის ზეთი, Urea (შარდოვანა), ვიტამინები A, E, F, D-პანთენოლი, ალანტოინი.
ყოველდღიურად დილას ან/და საღამოს დაიტანეთ საცხი სუფთა სახის კანზე, ყელსა და დეკოლტეზე. დღის მანძილზე გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება.