21.50 ₾
კრემ-გელისებრი ფორმულის მქონე ლაინერი უზრუნველყოფს მარტივ დატანასა და 24 საათამდე მდგრადობას. მისი რბილი, კრემისებრი ტექსტურა მარტივად სრიალებს ქუთუთოზე და ქმნის იდეალურად სწორ, მკაფიო ხაზებს. ულტრა-შავი პიგმენტი და ინტენსიური შავი ფერი მიიღწევა პირველივე ფენის წასმით.
ფორმულა გამდიდრებულია ნუშისა და არგანის ნატურალური ზეთებით, რაც მაკიაჟთან ერთად წამწამებისა და ქუთუთოს მოვლასაც უზრუნველყოფს. პროდუქტი მოთავსებულია პრაქტიკულ შუშის ქილაში და მოჰყვება სპეციალური ორმხრივი ფუნჯი.
სპეციალური ფუნჯით გაავლეთ ხაზი წამწამების ზრდის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს (შიდა კუთხიდან გარეთა მიმართულებით). სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოკვეთოთ ლაინერის ე.წ. „ფრთა“ (wing) უფრო დრამატული ეფექტისთვის. დაელოდეთ რამდენიმე წამი გაშრობას. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, რათა თავიდან აიცილოთ გელის გამოშრობა.