29.50 ₾
არ არის მარაგში
Topface Skin Glow Vitamin C სახის შრატი არის ინოვაციური საშუალება კანის ტონის გასათანაბრებლად, გასაღიავებლად და დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად. ვიტამინ C ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც საგრძნობლად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს.
შრატს გააჩნია ულტრა-მსუბუქი, სწრაფად შეიწოვებადი ტექსტურა. იგი არ ტოვებს ცხიმიან კვალს, რაც მას იდეალურ ბაზად აქცევს მაკიაჟის წინ ან ყოველდღიური დამატენიანებელი კრემის ქვეშ დამატებითი ეფექტისთვის.
აქტიური კომპონენტები: ვიტამინი C, აზიური ცენტელა (Centella Asiatica), ზღვის შროშანის ექსტრაქტი, Earth Marine Water (ოკეანის მინერალიზებული წყალი), წითელი წყალმცენარეები და გლიცერინი, ბუნებრივი პრებიოტიკი (ინულინი)
დილას ან/და საღამოს, სუფთა და მშრალ სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონაზე დაიტანეთ შრატის რამდენიმე წვეთი. თითის ბალიშების მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე. შრატის გაშრობის შემდეგ, დაიტანეთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი სახის დამატენიანებელი კრემი.